
ნონა კანჯარაძე
Tuesday, July 12, 2016

Thursday, July 7, 2016
ვიმსჯელეთ შეფასების ფორმებზე, შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ინსტრუმენტი დამეხმარება პროექტის პროცესის ეფექტურად წარმართვაში, არასწორი შეხედულებების კორეკტირაბაში, აქტივობების ობიექტურად შერჩევაში, შეფასებასა და თვითშეფასებაში. მოსწავლეებს შეფასების რუბრიკა დაეხმარებათ გაიაზრონ, თუ რას უნდა პასუხობდეს ესა თუ ის კონკრეტული ნაშრომი, როგორ გამოკვეთონ პრობლემა და რაზეა გაამახვილონ ყურადღება.
Tuesday, July 5, 2016
Saturday, July 2, 2016
დღევანდელ დღეს ვისაუბრეთ კოლეგების უკუკავშირის მეთოდებზე და ფორმებზე, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტები, გავითვალისწინეთ ამ პროექტებში დადებითი და რჩევის მიმცემი ფაქტორები, იყო თუ არა სრულყოფილად საჭირო კრიტერიუმების მიხედვით წარმოდგენილი პროექტები. მივეცით ერთმანეთს რჩევები. ჩემი აზრით უკუკავშირი ეხმარება არა მარტი პროექტის ავტორს, არამედ უკუკავშირის მიმცემსაც. უკუკავშირის დროს კარგად შეგვიძლია დავინახოთ პროექტების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე, რასაც გავითვალისწინებთ შემდგომში, რათა არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლებები. დავინახე, რომ აზრთა გაზიარებისა და რჩევების მიცემისას მორგებულად შეიძლება გამოვიყენო საკომუნიკაციო საშუალებები, რაც მომცემს დროის დაზოგვის საშუალებას.
Thursday, June 30, 2016
სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის აუცილებელია სასწავლო პროცესის სწორი შეფასება. ვიმსჯელეთ რა ტრენინგზე შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე, პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ შესაბამის ინსტრუმენტებს,პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასასრულს.
აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო მოსწავლეთა წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათ თვითრეგულირებას და გავუზარდო მოტივაცია. პროექტის დასასრულს მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება. ეს ინსტრუმენტები განსაზვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.
აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება დასაწყისში განვსაზღვრო მოსწავლეთა წინარე ცოდნა და საჭიროებები, მსვლელობისას მათ თვითრეგულირებას და გავუზარდო მოტივაცია. პროექტის დასასრულს მოვახდინო მათ მიერ მიღებული ცოდნის დემონსტრირება. ეს ინსტრუმენტები განსაზვრავს მისაღწევი შედეგების ხარისხს.
ტრენინგის დასაწყისში დავინახე პროექტების საჭიროება. შევარჩიე პროექტის სათაური ,,დიმი -როკითის სარწყავი არხი და მისი მნიშვნელობა." შინაარსის გაწერის შემდეგ ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომლებიც დამეხმარა პროექტის მსვლელობის სწორად წარმართვაში და საჭიროებების დადგენაში. გავარკვიე რას გულისხმობს პროექტი და როგორ უნდა ვიმუშაო მომავალში.
Subscribe to:
Posts (Atom)